საფრანგეთის პროკურატურამ პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა დაასახელა

საფრანგეთის პროკურატურამ პარიზის ცენტრში პოლიციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა დაასახელა. იგი კარიმ შერფია. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პროკურორმა ფრანსუა მოლინსმა განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ 2007 წელს პოლიციელებზე თავდასხმით იმუქრებოდა. ხუთშაბათს, 20 აპრილს პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა პოლიციელებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზევე განხორციელდა, მისმა თანამზრახველმა კი გაქცევა მოახერხა. მოლინსის განცხადებით, თავდასხმისას ეჭვმიტანილმა კალაშნიკოვის ტიპის იარაღი გამოიყენა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად