საფრანგეთის პრეზიდენტი და პრემიერი პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან

ფრანგული გამოცემა Le Monde ადგილზე მყოფ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის მეორე სართულზე ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო ბრიგადის რამდენიმე ჯგუფი ამ დრომდე ცდილობს.

პარიზის მერის განცხადებით, თავდაპირველად, ხანძარი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და შემდეგ მთელ სახურავზე სწრაფად გავრცელდა.

Le Monde-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პრემიერმინისტრი ედუარდ ფილიპი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...