საფრანგეთის პრემიერმა ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ბურკინის აკრძალვას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მუსლიმ ქალთა საცურაო კოსტიუმ-ბურკინის აკრძალვას მხარს უჭერს.

ფრანგულ გაზეთ "Provence"-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ბურკინის ტარებას პოლიტიკური პროექტი უწოდა, რომელიც, მისი თქმით,  ქალების დამცირებას ხელს უწყობს და ფრანგულ ღირებულებებთან შეუსაბამოა.

თუმცა ვალსმა აღიარა, რომ  ბურკინის აკრძალვა ჯიჰადისტების თავდასხმების პრობლემას ვერ მოაგვარებს, რომელიც საფრანგეთს ბოლო თვეების განმავლობაში დაატყდა.

საცურაო კოსტიუმს, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს, ზოგიერთი მუსლიმი გამოიყენებს, რომლებიც შარიათის მოთხოვნებს ასრულებენ.

ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში, საფრანეთის 7 ქალაქის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა  მუსლიმ ქალებს სანაპიროზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, ანალოგიური საცურაო კოსტიუმის ტარება აუკრძალა.  წესის დამრღვევებს ჯარიმები და სანაპიროდან გაძევება ემუქრებათ.

2011 წელს საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც საზოგადოებრივ ადგილებში ბურქის ტარება აკრძალა, თუმცა აკრძალვა სხვა მუსლიმურ სამოსზე არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...