საფრანგეთის პოლიციაზე თავდამსხმელის “შაჰიდის ქამარი” ყალბი აღმოჩნდა

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, პარიზის პოლიციის შენობაზე თავდამსხმელის "შაჰიდის ქამარი" ყალბი აღმოჩნდა. 

მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ჟურნალისტების შეკითხვაზე – იყო თუ არა "შაჰიდის ქამარი" ყალბი, სამინისტროს პრესმდივანმა დადებითი პასუხი გასცა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საფრანგეთის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობდა. მას "შაჰიდის ქამარი" (თვითმკვლელის ქამარი) ეკეთა და "ალაჰ აკბარ"-ს ყვიროდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად