საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთით სატვირთო ავტომობილის მძღოლი დააკავა, რომელშიც მინიმუმ 31 პაკისტანელი იმალებოდა. ინფორმაციას ფრანგული მედია პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ავტომობილის მძღოლიც ასევე პაკისტანელია. სატვირთო ავტომობილი პოლიციელებს ეჭვის საფუძველზე არ გაუჩერებიათ, ის იტალიის საზღვართან მდებარე ავტობანზე რუტინული შემოწმებისთვის გააჩერეს.
ყველა მიგრანტი, რომელთა შორის სამი მოზარდი იყო, გარკვეული პროცედურების შესაბამისად, იტალიის ხელისუფლებას გადასცეს.
შემთხვევა შაბათს, 2 ნოემბერს მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.