საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 31 ივლისამდე გეგმავს

საფრანგეთის მთავრობა სთხოვს, კანონმდებლებს საგანგებო მდგომარეობა მომავალი წლის 31 ივლისამდე გააგრძელონ, რათა კორონავირუსის გაჭიანურებულ კრიზისს გაუმკლავდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა განაცხადა.

ამჟამინდელი საგანგებო მდგომარეობა და COVID-სერთიფიკატის მოთხოვნა საფრანგეთში 15 ნოემბერს სრულდება.

“არსებობს ეპიდემიის განახლების მნიშვნელოვანი რისკი. ჩვენ მომავალ ზაფხულამდე ფხიზლად უნდა ვიყოთ”, – განუცხადა ატალმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები
იტვირთება...