საფრანგეთის მშპ რეკორდულად დაეცა

კორონავირუსის პანდემიასთან ასოცირებულმა ვითარებამ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საფრანგეთის მშპ-ის რეკორდული მაჩვენებლით, 5,8%-ით ვარდნა გამოიწვია. ამის შესახებ შესაბამისი მონაცემები საფრანგეთის სტატისტიკის და ეკონომიკური კვლევების ეროვნულმა ინსტიტუტმა (Insee) გაავრცელა.

ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ეს ვარდნა ყველაზე მაღალია ქვეყნის მშპ-ის მონიტორინგის მთელი პერიოდისთვის, რომელიც 1949 წლიდან მოყოლებული ხორციელდება. ეს მნიშვნელოვნად აჭარბებს აგრეთვე 2009 წლის კრიზისული წლის პირველი კვარტლის მონაცემებს – მაშინ დაფიქსირდა მშპ-ის 1.6%-იანი კლება. იგი ასევე აღემატება ყველაზე დაბალ მაჩვენებელს აქამდე, რომელიც 1968 წელს დაფიქსირდა, მაშინ ვარდნამ 5.3% შეადგინა.

გასული წლის დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული, მსოფლიოში კოროვირუსით დაინფიცირდა 3.1 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 220 ათასზე მეტი.

საფრანგეთში, ქვეყნის ჯანდაცვის სამნისტროს მთავარი სამმართველოს ცნობით, აღირიცხა კორონავირუსული ინფექციის 128,442 შემთხვევა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 24 087 ადამინაი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად