საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, პანდემიის მეოთხე ტალღამ ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა

კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა საფრანგეთის ყველა რეგიონში გავრცელდა. ამის შესახებ ოთხშაბათს, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.

”სანიტარული მდგომარეობა უარესდება, – თქვა მან. – პანდემიის მეოთხე ტალღამ საფრანგეთის მთელი ტერიტორია მოიცვა”, – განაცხადა მან.
ატალტის თქმით, დაავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიმჩნევა და “თითქმის ყველა დეპარტამენტი წითელ ზონაშია”. მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ სამშაბათს თითქმის 27,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
“ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ მკვეთრ კონტრასტს ახალი შემთხვევების რაოდენობასა და იმ პაციენტთა რიცხვს შორის, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავადობა წინა ტალღასთან შედარებით უფრო მაღალია”, – დასძინა მან. ატალმა თქვა, რომ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება დიდწილად განპირობებულია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციით, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ჯანდაცვის სისტემისთვის ტვირთის შემცირება.
კომენტარები
იტვირთება...