საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინდური შტამის გავრცელების გამო, ბოლო კვირის განმავლობაში, საფრანგეთში ვირუსის გავრცელება 150%-ით გაიზარდა

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა თქვა, რომ კოვიდ -19 ინფექციის ახალი შემთხვევები იზრდება უპრეცედენტო ტემპით დელტა ვარიანტის გამო, მას შემდეგ რაც 18 000 შემთხვევა დაფიქსირდა წინა 24 საათში. იუწყება The Guardian.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ვერანმა თქვა: ”ეს ნიშნავს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ზრდა დაახლოებით 150 პროცენტით დავინახეთ”.

ასეთი მონაცემებიდან გამომდინარე, საფრანგეთი, რომელიც დელტა ვარიანტის გავრცელების გამო ინფექციების მეოთხე ტალღისთვის ემზადება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციას “ჩქარობს”.

კომენტარები
იტვირთება...