საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ბინის ქირის ბიუჯეტიდან გადახდისთვის, შესაძლოა, გადადგეს

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი კრისტიან ტობირა, შესაძლებელია, თანამდებობიდან გადადგეს ან გადააყენონ. 

ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მინისტრი თავისი ბინის ქირის ხარჯებს ბიუჯეტიდან იხდიდა.

ბინას ის პარიზში სახელმწიფოს ხარჯზე ქირაობდა 1920 ევროდ (ამას ემატებოდა ჩარჯი 276 ევრო). როგორც ფრანგული გამოცემა "ლიბერასიონი" იუწყება, ბინის ღირებულება კიდევ უფრო მეტი იყო, 2 200-2300 ევრო. გამოცემის ცნობით, ეს არ განეკუთვნებოდა სოციალურ საცხოვრებელს, შესაბამისად, მინისტრს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯისთვის პასუხისგება მოუწევს კანონის თანახმად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად