საფრანგეთის განცხადებით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები ეუთოს მინსკის ჯგუფმა უნდა განიხილოს

საფრანგეთი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები უნდა გადაწყდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. ამის შესახებ შაბათს, ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ბატისტ ლემოანმა.

”ჩვენ ასევე შევისწავლეთ 9 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადება. რა თქმა უნდა, არის პუნქტები, რომლებიც ამ განცხადებაში არ არის გათვალისწინებული. ეს უკვე პოლიტიკური საკითხია, ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად