საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა საფრანგენთში საკარანტინო რეჟიმის დაწესებას

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ხუთშაბათს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გამოცხადებულ საკარანტინო რეჟიმის შემოღების გეგმას.

თვითიზოლაციის ღონისძიებების ამოქმედებას მხარი დაუჭირა 399 დეპუტატმა, 27 წინააღმდეგი იყო. პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს “მკაფიო მხარდაჭერისთვის, იმ რთული სიტუაციის შესაბამისად, რომელშიც ამჟამად ქვეყანა იმყოფება”.

ხმის მიცემა განხორციელდა მთავრობის ინიციატივით, ეროვნულ ასამბლეაში წარმოდგენილი პარტიების კონსულტაციის მიზნით. ქვედა პალატის შემდეგ, ხუთშაბათს სენატში გაიმართება დებატები და კენჭისყრა. ამის შემდეგ, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟან კასტექსი პრესკონფერენციაზე უამრავ განმარტებას გასცემს საკარანტინო რეჟიმის დაწყებასთან დაკავშირებით 30 ოქტომბერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად