საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტოს ჟურნალისტებს მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს

საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტო Agence France-Presse- ის(AFP) ჟურნალისტებს მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ იუწყება სააგენტო TASS, სომხეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ერთიანი საინფორმაციო ცენტრის მითითებით.

საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დაშავებულები მძიმედ არიან დაჭრილები. არ არიან დაღუპულები.

მანამდე გავრდელდა ინფორმაცია, რომ ორი ფრანგი ჟურნალისტი დაშავდა ქალაქ მარტუნიში (მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთ ნაწილი) დაბომბვის შედეგად. ორივე საფრანგეთის მოქალაქეა, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე, დაბომბვის შედეგად, მსუბუქად დაშავდა სომხეთის ტელეარხის ახალი ამბების ბლოკის ოპერატორი არამ გრიგორიანი და სომხური ახალი ამბების პორტალის 24news.am ჟურნალისტი სევაკ ვარდუმიანი. მარტუნში ცეცხლი გაუხსნეს რუსული ტელეარხ „დოჟდის” მთავარი რედაქტორის მოადგილეს დიმიტრი ელოვსკისაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად