საფრანგეთის 100-ზე მეტ ქალაქში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გაიმართა

საფრანგეთში საპროტესტო აქციები და მასშტაბური გაფიცვაა.

პროფკავშირების და პოლიციის მიერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის სტატისტიკა ყოველთვის განსხვავებულია და ზოგჯერ ეს მონაცემები მნიშვნელოვნად განხვავდება.

როგორც წესი, დემონსტრაციების ორგანიზატორები ყოველთვის აქციის მონაწილეთა დიდ რაოდენობას მიუთითებენ.

თუმცა, პოლიციის მონაცემებიდანაც ირკვევა, რომ ფრანგული საზოგადოების საპროტესტო მობილიზაცია ძალიან მაღალი იყო.

საფრანგეთის 100-ზე მეტ ქალაქში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობა 800 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

”ძალიან დიდი მობილიზაციაა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძოში”, – ციტირებს ადგილობრივი მედია საფრანგეთის უმსხვილესი პროფკავშირის წარმომადგენლის, ფილიპ მარტინეზის სიტყვებს.

დაახლოებით 65 ათასი ადამიანი პარიზში შეიკრიბ, 33 ათასი ტულუზაში, 25 ათასი მარსელში, 20 ათასი ბორდოში, 19 ათასი ნანტეში და ა.შ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გეგმა ითვალისწინებს ქულების სისტემის შემოღებას, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იქნება ყოველი სამუშაო დღე. სამომავლო პენსიის მოცულობა კი დაგროვებული ქულების მიხედვით განისაზღვრება. ახალი სისტემის მიხედვით, საპენსიო პრივილეგიები აღარ ექნებათ ბევრი პროფესიის წარმომადგენელს, მაგალითად მეზღვაურებს, იურისტებს და ოპერის მომღერლებსაც კი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საპენსიო ასაკი საფრანგეთში 60-დან 62 წლამდე აიწია. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია განვითარებულ ქვეყნებს შორის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საპენსიო ასაკი ამ ეტაპზე 66 წელია.

მაკრონის მიერ წარდგენილი რეფორმა საპენსიო ასაკის აწევას გამოიწვევს, ვინაიდან 62 წლის ასაკში პენსიაზე გასვლა ხელსაყრელი არ იქნება. სრული პენსიის მისაღებად, საფრანგეთის მოქალაქეებს 64 წლამდე მოუწევთ მუშაობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად