საფრანგეთი შეაჩერებს ჰიდროქსიქლოროქინის ტესტირებას COVID-19-ის წინააღმდეგ

საფრანგეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ (ANSM) განაცხადა, რომ შეჩერდეს ჰიდროქსიქლოროქინის, როგორც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის კლინიკური კვლევები.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტულმა ჯგუფმა შეაჩერა ჰიდროქსიქლოროქინის და ქლოროქინის შემცველი წამლების საცდელი გამოკვლევები COVID-19-ის წინააღმდეგ სიკვდილიანობის გაზრდილი რისკის გამო.

სამშაბათს დილით, საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა საბჭომ, რომელსაც მანამდე მიმართა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა, განაცხადა, რომ ჰიდროქსიქლოროქინის მიღება არ დაენიშნოთ იმ პაციენტების, რომლებიც ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაში არიან საავადმყოფოში, იტყობინება ფრანგული მედია.

“ის პაციენტები, რომლებსაც უკვე მკურნალობენ ჰიდროქსიქლოროქინით ამ კლინიკურ კვლევებში, მკურნალობის გაგრძელებას შეძლებენ პროტოკოლის დასრულებამდე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

სააგენტო იუწყება, რომ COVID-19 ეპიდემიის დაწყებიდან მოყოლებული დღემდე, ჰიდროქსიქლოროქინით 16 კლინიკური ტესტირება ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად