საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი Twitter-ზე ავრცელებს.

“შემიძლია დავადასტურო, რომ 00:01 საათიდან საფრანგეთის საზღვარი გაიხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის”. – წერს ელჩი.

ევროსაბჭოს უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის საზღვრებს არ გახსნის არც იტალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად