საფრანგეთი საიმიგრაციო წესების გამკაცრებას გეგმავს

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ედუარდ ფილიპის განცხადებით, ხელისუფლება საიმიგრაციო წესებს ამკაცრებს. როგორც სააგენტო “როიტერი” წერს, გადაწყვეტილების შესახებ გუშინ საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა.

ასეთი ღონისძიებას იმისთვის მიიღებენ, რომ საფრანგეთში უმუშევარ მოქალაქეებს სამუშაო ადგილების შექმნაში ხელი შეუწყონ.

ხელისუფლება მიგრანტთა კარვების რამდენიმე ქალაქის დაშლას გეგმავს, ასევე იგეგმება ქვეყანაში ლეგალურად ჩასულ მიგრანტ მუშებზე კვოტების დაწესება.

ფრანგული მედიის ცნობით, გეგმა ემიგრანტებისთვის კვოტების  დაწესებას, თავშესაფრის მაძიებელთა უფასო სოციალური დაზღვევის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვების პირობების გამკაცრებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, 6 ნოემბერს, საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზში მიგრანტთა ბანაკების დაშლის შესახებ უკვე განაცხადა. ასევე, ახლად ჩასული მიგრანტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა მნიშვნელოვნად შეიზღუდება. მთავრობა დარწმუნებულია, რომ კვოტების შემოღება დამსაქმებლებს დროისა და რესურსების დაზოგვაში დაეხმარება.

საფრანგეთის მთავრობამ ასევე გადაწყვიტა ჯანმრთელობის დაზღვევის უფლება შეუზღუდოს მათ, ვისაც თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრეს ან ბინადრობის ნებართვა დაკარგეს. ახლა ისინი 12 თვის განმავლობაში ინარჩუნებენ დაზღვევის უფლებას – ეს ვადა ექვს თვემდე შემცირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად