საფრანგეთი მზადაა, ედუარდ სნოუდენს თავშესაფარი მისცეს

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ნიკოლ ბელუბე მზადაა, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილ თანამრომელს, ედუარდ სნოუდენს თავშესაფარი გადასცეს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა რადიოსადგურ RTL-თან ინტერვიუში განაცხადა.

”მჯერა, რომ ემიგრაციის შესახებ ძლიერი პრინციპების ერთგული უნდა ვიყოთ, ჩვენ თავშესაფრის მაძიებლები უნდა მივიღოთ”, -განაცხადა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, თავშესაფრის მიღება შეუძლია ყველას, ვინც მას ეძებს.

15 სექტემბერს, ედუარდ სნოუდენმა აღიარა, რომ საფრანგეთში თავშესაფრის მიღება სურს. მან აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით 2013 წელს უკვე მიმართა და მოხარული იქნება, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მის განცხადებას დაამტკიცებს.

NSA- ს ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა თქვა, რომ სნოუდენს უფლება აქვს გადაწყვიტოს, სად იცხოვროს – დარჩეს რუსეთში, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, დაბრუნდეს შეერთებულ შტატებში, თუ საცხოვრებლად ევროპაში გადავიდეს.

2013 წელს სნოუდენმა The Guardian-ისა და The Washington Post- ის რეპორტიორებს საიდუმლო დოკუმენტები გადასცა, რომლებიც აშშ-ს სადაზვერვო სამსახურს ეხებოდა. აღნიშნულის შემდეგ, ის ქვეყნიდან გაიქცა და პარალელურად პოლიტიკური თავშესაფარი რამდენიმე ათეულ ქვეყანას სთხოვა, მათ შორის რუსეთს. 2014 წელს მან რუსეთში სამი წლის ვადით დარჩენის ნებართვა მიიღო, შემდეგ კი იგი ეს ვადა გახანგრძლივდა.

შეერთებულ შტატებში, სნოუდენს ბრალად ედება ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობის ინფორმაციის უკანონო გადაცემა, სადაზვერვო ინფორმაციის განზრახ გადაცემა და სახელმწიფო ქონების ქურდობა. მთლიანობაში, მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად