საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარიზი არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას.

“როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ვალდებული ვართ ვიმუშაოთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარებაზე, კერძოდ სამომავლო სტატუსზე”, – აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ამ მოლაპარაკების შედეგი არ შეიძლება განისაზღვროს წინასწარ და ცალმხრივად.

სამინისტროს განცხადებით, ახლა საფრანგეთისთვის პრიორიტეტულია უზრუნველყოს კონფლიქტის შედეგად გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად