საფრანგეთი მოხეტიალე ცირკებს პროგრამაში გარეული ცხოველების მონაწილეობას აუკრძალავს

რადიო France Bleu-ის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება უახლოეს წლებში აკრძალავს გარეული ცხოველების გამოყვანას მოხეტიალე ცირკებში.

როგორც საფრანგეთის გარემოსდაცვითი ტრანსფორმაციების მინისტრმა, ბარბარა პომპილიმ აღნიშნა, დაგეგმილია ტყვეობაში მყოფი დელფინებისა და მკვლელი ვეშაპების გათავისუფლებაც.

”ჩვენი აღტაცება ამ ველური არსებებით აღარ ნიშნავს, რომ მათ ტყვეობაში უნდა იცხოვრონ”, – თქვა ბარბარე პომპილიმ.

საფრანგეთის მთავრობა გამოყოფს დაახლოებით 8 მილიონ ევროს ცირკებისა და დელფინარიუმების ფინანსური დახმარებისთვის, რათა მათ შეძლონ ადაპტირება სამუშაოების ახალ პირობებში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად