საფრანგეთი კომენდანტის საათს აწესებს

საფრანგეთში, 15 დეკემბრიდან კომენდანტის საათი წესდება. პრემიერ- მინისტრმა ჟან კასტექსმა მოქალაქეებისთვის სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ რეჟიმი იმოქმედებს 20:00 საათიდან და არა 21:00 საათიდან, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი.

”ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია მკაცრი კომენდანტის საათის შემოღება, 20:00 საათიდან”, – თქვა კასტექსმა. კომენდანტის საათი ძალაშია 06:00 საათამდე.

ამასთან, 15 დეკემბრიდან მოიხსნება შეზღუდვა, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიაზე შიდამოგზაურობა იყო აკრძალული.

კომენდანტის საათი იმუშავებს ახალ წელსაც. ერთადერთი გამონაკლისი ღამე მხოლოდ შობა, 24 დეკემბერი იქნება.

”საახალწლო დღესასწაულები ახლა ინფექციის ძალიან მაღალ რისკებს უკავშირდება”, – დასძინა კასტექსმა. პრემიერ-მინისტრმა მადლიერების დღის შემდეგ გაიხსენა “ეპიდემიის ტემპის მკვეთრი ზრდა” შეერთებულ შტატებში.

კასტექსის თქმით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და კულტურის მინისტრ როზლი ბაშლოსთან ერთად გადაწყდა მუზეუმების, თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის თარიღის გადადება სამი კვირით. “ისინი, თუ სიტუაცია საშუალებას მოგვემს, 7 იანვარს გაიხსნება”, – განაცხადა მან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად