საფრანგეთი ეგვიპტეს ავიაგამანადგურებლებს მიყიდის

“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობამ ეგვიპტისთვის „Dassault Rafale” ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

შეთანხმება ეგვიპტის თავდაცვის სამინისტრომ „ტვიტერის“ საშუალებით დაადასტურა.

ფრანგული გამოცემა „Disclose”-ის ინფორმაციით, შეთანხმება აპრილის ბოლოს იყო მიღწეული და მხარეები ხელს, სავარაუდოდ, პარიზში ეგვიპტის დელეგაციის ჩასვლისთანავე მოაწერენ.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, შეთანხმება 3.75 მილიარდი ევროზე გაფორმდება, რომლის 85% კრედიტის სახით BNP Paribas, Credit Agricole, Societe Generale და CIC ბანკების მიერ გაიცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...