საფრანგეთი, Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას 11 მაისიდან დაიწყებს

საფრანგეთის მოქალაქეებს 11 მაისიდან შეეძლებათ გადაადგილება სპეციალური ნებართვის გარეშე, რაც ამჟამად აუცილებელია Covid -19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რეჟიმის გამო, – ამის შეახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ განაცხადა.

”კვლავ შესაძლებელი გახდება თავისუფლად გადაადგილება ნებართვის გარეშე, თუმცა არა სახლისგან 100 კილომეტრის მეტი დაშორებით და ეს გადაადგილება უნდა იყოს ოჯახური ან პროფესიული მიზეზებით გამოწვეული,” – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა.

ამავდროულად, მან მოუწოდა 65 წელზე მეტი ხნის მოქალაქეებს გააგრძელონ იზოლაციის რეჟიმის დაცვა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 11 მაისის შემდეგ, ყველა საწარმო ვერ შეძლებს მუშაობის განახლებას.

”დისტანციური მუშაობა უნდა შენარჩუნდეს იქ, სადაც ეს შესაძლებელია, მინიმუმ მომდევნო სამი კვირის განმავლობაში. მე მტკიცედ მოვითხოვ ამას საწარმოებისგან”, – აღნიშნა ფილიპემ.

სავაჭრო ქსელები, გარდა რესტორნებისა და კაფეებისა, გაიხსნება 11 მაისიდან. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობის შესახებ გადაწყვეტილება მაისის ბოლოს იქნება მიღებული, გახსნის შესაძლო თარიღი 2 ივნისის შემდეგ იქნება.

რელიგიური ლოკაციები ღია იქნება, მაგრამ მინიმუმ 2 ივნისამდე იკრძალება რელიგიური ცერემონიალების ჩატარება მორწმუნეთა მონაწილეობით.

დაკრძალვის ცერემონიებში, როგორც ახლა, 20-ზე მეტ ადამიანსარ შეუძლია მონაწილეობა.

ნებისმიერი სახის შეხვედრებზე საზოგადოებრივ ადგილებში ან პირად გარემოში, ადამიანების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ათს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად