საფრანგეთი აცხადებს, რომ ქვეყანა ზაფხულში COVID19-ის ახალ ტალღას არ ელის

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ვითარება სტაბილურია საფრანგეთში და ქვეყანას ინფექციების ახალი ტალღა არ ემუქრება, სულ მცირე უახლოეს მომავალში, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა, LCI სატელევიზიო არხზე. ამავე დროს, მან განმარტა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამების შეკავებისათვის.

”ვფიქრობ, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება”, – თქვა ოლივიე ვერანმა კორონავირუსული ინფექციების მეოთხე ტალღის პოტენციური საშიშროების შესახებ დასმულ კითხვაზე, ”ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა, ჩვენ ვწერთ თითქმის 18 ათას შემთხვევას ყოველდღიურად. მაგრამ ერთი და ნახევარი თვის წინ ჩვენ გვქონდა დღეში 40 ათასზე მეტი შემთხვევა”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...