საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებლად ფუნქციონირებას 4 თვეში დაიწყებს

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკისგან  დამოუკიდებლად ფუნქციონირებას 4 თვეში დაიწყებს. საბჭოს წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს, სადაც სააგენტოს სტუქტურა და ბიუჯეტი დამტკიცდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, გახდა ცნობილი გარდამავალი პერიოდი 1 თვის ნაცვლად 4 თვით განისაზღვრა, რისი რეოკმენდაციაც საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა მისცეს.

ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საფინანსო ზედამხედველობას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს. საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 4 თვის განმავლობაში სააგენტო და საბჭო ერთობლივად იმუშავებენ.

"დღეს შედგა საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს სხდომა, სადაც საორგანიზაციო საკითხები განვიხილეთ, მათ შორის ფინანსური თემები. საბჭობ განიხილა და დაამტკიცა სააგენტოს დებულება, სტრუქტურა და ბიუჯეტი. გარდამავალი პერიოდი განისაზღვროს 4 თვით, ნაცვლად კანონში არსებული 1 თვისა. ამ 4 თვის განმავლობაში იქნება ერთობლივი მუშაობა სააგენტოს და ეროვნული ბანკის, ხოლო 4 თვის თავზე სრულ პასუხისმგებლობას საფინანსო ზედამხედველობის საკითხებში, აიღებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. ჩვენ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მივმართეთ რომ გარდამავალი პერიოდი ნაცვლად 1 თვისა იყოს 4 თვე. ამ თვალსაზრისით ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნა და რეკომენდაცია, ვფიქრობთ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება", – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად