საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კონსტანტინე სულამანიძე უხელმძღვანელებს

პარლამენტმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად კონსტანტინე სულამანიძის კანდიდატურა დაამტკიცა.

სააგენტოს უფროსად კონსტანტინე სულამანიძის დანიშვნას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, არცერთი წინააღმდეგი.

სულამანიძე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბანკში მუშაობდა (ვითიბი, რესპუბლიკა), ბოლოს „პროგრეს ბანკში“, რომლის დამფუძნებელი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა.

კანონმდებლობის შესაბამისად, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი 7 წლის ვადით აირჩევა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს 4 წევრი დღეს დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად