საფეხბურთო კლუბი „თელავი“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის მეორე მატჩში „თელავმა“ საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები ფირუზ მარაქველიძემ და თორნიკე ძოწენიძემ გაიტანეს.

თელავის საფეხბურთო გუნდმა რუსთავს პირველ მატჩშიც სძლია.

თელავში დაბრუნებულ გამარჯვებულებს გუნდის გულშემატკივრები დახვდებიან.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად