საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის “გურია” კარანტინის რეჟიმში გადადის

საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის “გურია” კარანტინის რეჟიმში გადადის. მიზეზი კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელის ინფიცირება გახდა. ისინი კარანტინს შეკვეთილის ერთ-ერთ სასტუმროში გაივლიან.

“გადავდივართ 12 დღიან კარანტინში. ჩვენმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ამ საღამოს მიიღო კვლევის შედეგი და ის დადებითია. მანამდე “კოვიდ 19″ მისი ოჯახის წევრს დაუდგინდა. ველოდებით ტრანსპორტს, როგორც გვითხრეს კარანტინს შეკვეთილში განთავსებულ ერთ- ერთ სასტუმროში გავივლით”, – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიგა სურმავამ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად