საფეხბურთო კლუბ ბრესტის “დინამოს” 16 წევრს კორონავირუსი აქვს, სამი ფეხბურთელი ჰოსპიტალიზირებულია

ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის მედია ავრცელებს.

“tribuna. com” აცხადებს, რომ ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებულის, ბრესტის “დინამოს” კლუბის 16 წევრი კორონავირუსითაა ინფიცირებული.
 
“tribuna. com”-ის ცნობით, ინფიცირებულთა შორის 11 ფეხბურთელია და მათგან სამი საავადმყოფოში იმყოფება.
 
პორტალი ჩამოთვლის ინფიცირებულ ფეხბურთელებს და აღნიზშნავს, რომ მათგან სამმა – უკრაინელმა, უკრაინის ნაკრების ყოფილმა წევრმა არტიომ მილევსკიმ, ბელარუსმა მცველმა მარკუს ვიტუსმა და ბელარუსის ნაკრების მიერ გატანილი მე-100 გოლის ავტორმა, ნახევარმცველმა სერგეი კრივეცმა, 3 ივლისს “სმოლევიჩთან” გამართულ გასვლით შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მათ ტესტირება მატჩის შემდეგ ჩაუტარდათ.
 
პორტალი აღნიშნავს, რომ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ “სმოლევიცთან” მატჩის წინ არ გაითვალისწინა ბრესტის “დინამოს” თხოვნა და არ გადადო მატჩი. ვარაუდობენ, რომ მომავალ შეხვედრას საფეხბურთო კლუბ “სლუცკთან” ბრესტის “დინამო” სათადარიგო შემადგენლობით ჩაატარებს
 
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით ბელარუსში კოვიდინფიცირება 63 804 კაცს დაუდგინა. ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც ბელარუსული პრესის ცნობით ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებენ,

https://ipress.ge/new/lukashenko-chven-vachveneth-rom-aris-asethi-belarusi-koronavirusiantha-sikhshirith-belarusi-evropashi-meorea-video/

კორონავირუსით გარდაცვლილია 429 კაცი. ბელარუსი მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, იმ ქვეყნებს შორის, რომლიოს მოსახლეობას მილიონზე მეტია, ევროპაში მესამეა სომხეთის და შვედეთის შემდეგ.

 
ბელარუსს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაერთი შეხსენების მიუხედავად, მკაცრი შეზღუდვები არ დაუწესებია. 2 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსმა “საღი პოლიტიკური აზროვნება დემონსტრირება” მოახდინა. და “დღეს შეიძლება ვთქვათ: ჩვენ გავიმარჯვეთ”
 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად