საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტური: რეკორდულად ბევრი ყვითელი ბარათი, რეკორდულად ცოტა გოლი

დასრულდა ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტური.

ტურის პირველი მატჩი ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” გაიმართა. “ტორპედომ:” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და დამარცხდა 0:2. გოლები თეიმურაზ შონიამ (75 წთ) და ლაშა კიკაბიძემ (90+4 წთ) გაიტანეს.

“დინამო არენაზე” თბილისის ” “დინამო” ბათუმის ‘დინამოს” მასპინძლობდა. შეხვედრის მე-12 წუთზე ბათუმელი გიორგი გადრანის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში. ამ შეხვედრაში მსაჯმა 6-ჯერ ბათუმელები, 2-ჯერ კი თბილისელები გააფრთხილა. ამასთან ბათუმელმა კიჭი მელიავამ 83 წუთზე მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და მინდვრიდან გააძევეს.

“საბურთალომ” რუსთავის “რუსთავი” მიიღო “მიხეილ მესხზე”. შეხვედრის პირველ ნახევარის 28 წუთზე რუსთაველები პენალტიდან ბექა ქავთარაძის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. 55-ე და 90-ე წუთებზე მასპინძელთა ბომბარდირმა, ოგნიენ რულოვიჩმა აიღო რუსთაველთა კარი და “საბურთალომ” 2:1 გაიმარჯვა.

დღეს ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა. “მიხელ მესხი 2”-ზე “ვიტ ჯორჯია” საჩხერის ჩიხურასთან შეხვედრაში მე-4 წუთზე პაატა ღუდუშაურის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. 47 წუთზე საჩხერელმა დავით მაისაშვილმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ახლახანს ნულოვანი ფრით დასრულდა მატჩი გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე”, გორის “დილას” და ბოლნისის “სიონს” შორის.

სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 9 ქულით “საბურთალო” ლიდერობს. ექვს-ექვსი ქულით მეორე-მესამე ადგილებს “ლოლომოტივი” და ტორპედო” იყოფენ. ბოლო მეათე ადგილზე ერთი ქულით რუსთაველი ფეხბურთელები არიან

◘ ჩემპიონატის მესამე ტურის 5 მატჩიდან მაპინძლებმა ერთხელ გაიმარჯვეს, სტუმრებმა ორჯერ
◘ მეორე ტურში 8 გოლი გავიდა, საშუალოდ 1,6 გოლი მატჩში. მასპინძლებმა 3, ხოლო სტუმრებმა კი 5 გოლი გაიტანეს. პირველ ტაიმში 3 გოლი გავიდა, მეორეში კი – 5. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:2 წააგეს, მეორე ტაიმი კი – 2:3.
◘ მესამე ტურში 1 პენალტი დაინიშნა. მ”საბურთალოს” კარში პენალტი სტუმრებმა, რუსთაველებმა გაიტანეს.
◘ მესამე ტურში 1 გაძევება დაფიქსირდა. ბათუმელი კიჭი მელიავა მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევა მინდვრიდან.
◘ მსაჯებმა წინა ტურთან შედარებით 3-ით მეტი ყვითელი ბარათი უჩვენეს ფეხბურთელებს. სულ ნაჩვენები 24 ყვითელი ბარათიდან 9 მასპინძლების, 15 კი სტუმრების ანგარიშზეა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...