საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტური: 29 ყვითელი და 3 წითელი ბარათი 5 მატჩში

დასრულდა ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტური.

ტურის პირველი მატჩი თბილისში, “მიხეილ მესხზე” გაიმართა. “საბურთალომ” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა და გაიმარჯვა – 3:0. გოლები გიორგი დიასამიძემ (მე-10 წთ, 26-წთ) და ლაშა შინდაგორიძემ (მე-16 წთ, პენალტი) გაიტანეს.

რუსთავში “რუსთავის” და საჩხერის “ჩიხურას” შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. რუსთაველი თემურ ჩოგაძის მიერ მე-6 წუთზე გატანილი გოლი საჩხერელმა მიშიკო სარდალიშვილმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაქვითა.

ბათუმში “დინამომ” გორის “დილა” ნიკოლოზ საბანაძის მიერ 47 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა. შეხვედრის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო მინდვრიდან გორელი ლევან ნონიკაშვილი გააძევეს.

“თამაზ სტეფანიაზე” ბოლნისის “სიონმა” თბილისის “ვიტ ჯორჯია” მიიღო და თამაშის მიწურულს, 87-ე წუთზე, ზვიად სიხარულიას მიერ გატანილი გოლით მოიგო მატჩი. სტუმართა ფეხბურთელი ზურაბ ღირდალაძე თამაშის ბოლო წუთზე გააძევეს მინდვრიდან.

“მიხეილ მესხი 2”-ზე თბილისის “ლოკომოტივმა” თანაქალაქელ “დინამოელებს” უმასპინძლა. 37 წუთზე “ლოკომოტივის” მცველმა თორნიკე ძებნიაურმა ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთი თავიდან ხელით ააცალა “დინამოელთა” თავდამსხმელს ლევან კუტალიას. მსაჯმა პენალტი დანიშნა და ძებნიაური მინდვრიდან გააძევა. “დინამოს” თამაშის მოგება არ გაჭირვებია. გოლები გაიტანეს: ლევან კუტალიამ (38 წთ, პენალტი), გიორგი ზარიამ (58 წთ), ლევან შენგელიამ (79 წთ, პენალტი) და ნიკა ჭანტურიამ (90 წთ, საკუთარ კარში)

ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 12 ქულით, “საბურთალო” ლიდერობს. შვიდი ქულით მეორე ადგილზე ბოლნისელები არიან. მას ქუთით 4 გუნდი ცამორჩება: თბილისის “დინამო”, თბილისის “ლოკომოტივი”, ბათუმის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო”. ორ-ორი ქულით მეცხრე-მეათე ადგილებს გორის “დილა” და რუსთავის “რუსთავი” იყოფენ.

◘ ჩემპიონატის მესამე ტურის 5 მატჩიდან მაპინძლებმა სამჯერ გაიმარჯვეს, სტუმრებმა – ერთხელ.
◘ მეოთხე ტურში 11 გოლი გავიდა, საშუალოდ 2,2 გოლი მატჩში. მასპინძლებმა 6, ხოლო სტუმრებმა კი 5 გოლი გაიტანეს. პირველ ტაიმში 6 გოლი გავიდა, მეორეში კი – 5. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 4:2 მოიგეს, მეორე ტაიმი კი – 2:3 წააგეს
◘ მეოთხე ტურში 3 პენალტი დაინიშნა, 1 სტუმრების და 2 მასპინძლების კარში.
◘ მეოთხე ტურში 3 გაძევება დაფიქსირდა.
◘მეოთხე ტურში პირველი ავტოგოლი დაფიქსირდა: “ლოკომოტიველი” ნიკა ჭანტურიაა საკუთარ კარში გატანილი გოლის ავტორი.
◘ მსაჯებმა წინა ტურთან შედარებით 5-ით მეტი ყვითელი ბარათი უჩვენეს ფეხბურთელებს. სულ ნაჩვენები 29 ყვითელი ბარათიდან 12 მასპინძლების, 17 კი სტუმრების ანგარიშზეა. 3 წითელი ბარათი 2ჯერ უჩვენეს სტუმრებს, ერთხელ კი მასპინძლებს.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...