საპენსიო აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 484-მა ადამიანმა. ამის შესახებ საპენსიო სააგენტო იუწყება.

მათი ცნობით, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა  223 მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის გამო – 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 201-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა – 59 პირმა.

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად