საპატრულო პოლიციამ “ღორების და ვაშკაცების” “გმირები” დააჯარიმა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, კერძოდ, Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ასახული რვა დამრღვევი ავტომანქანის მძღოლები დაადგინა და კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინა. 

ორი მათგანი უკვე დაჯარიმდა. „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა, რომლიც ქვეითადმოსიარულეს დაეჯახა და ეს ფაქტი ასევე ასახულია ვიდეორგოლში, დღემდე საჯარიმო ავტოსადგომზე იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მოქალაქე განცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო, დამრღვევი მძღოლის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ვიდეოს ავტორს, კარგია რომ ასეთი დარღვევა გამოავლინა. საპატრულო პოლიცია ყოველთვის ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის დარღვევაზე და ყველა დამრღვევი მძღოლი კანონის შესაბამისად დაისჯება. – ამის შეახებ სოფიალურ ქსელში წერს, შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...