საპატრიარქო: ვთხოვთ ჩვენს მრევლს, წელს საქართველოში ამჯობინეთ დასვენება

ვთხოვთ მრევლს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს საქართველოში ამჯობინეთ დასვენება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელეულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში.”,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...