საპატრიარქო: ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს, ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით სასულიერო პირებს რეკომენდაციებს აძლევს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ტაძარში მრევლმა უნდა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან.

“COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

არაფრის შეგეშინდეთ, ილოცეთ და უფალს მიენდეთ.

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად