13 ივლისს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო მასმედიის წარმომადგენლებისათვის ინფორმაციას ავრცელებს. 

" ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული - სვეტიცხოვლობა, რომელიც აღინიშნება 13 ივლისს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი "ბეიჯები"."

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 987 055. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2023 წლის 10 ივლისი