“საპატრიარქო პოლიტიზირებული ბიზნესკორპორაციაა, ტაქსისტებს უთხრეს, რა გინდათ “ლეიბორისტებთანო”

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ში წერს:

“ზოგიერთს ალბათ წყინს როდესაც ვამბობ,რომ საპატრიარქო პოლიტიზირებულია,ხელისუფლების ნაწილია,ბიზნესკორპორაციაა და ამ მატერიალიზმით ისინი თანდათან შორდებიან ღვთიურ მოვალეობას, ემსახურონ რწმენას და რაც მთავარია თანადგომის ნაცვლად ჩვენ გვიშლიან ხელს ბრძოლაში,გვევლინებიან მხარედ მმართველ ძალასთან ერთად. აგერ ამ დღეებში მივიდნენ გამწარებული,ულუკმაპუროდ დარჩენილი ტაქსისტები საპატრიარქოს ხელმძღვანელ პირებთან დახმარების თხოვნით და მათი პასუხი რა იყო თუ გაინტერესებთ————-რა გინდათ ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად——-ეს იგივე კითხვაა რასაც მძღოლებს საჯაროდ უსვავენ პროტესტებით თავზარდაცემული კალაძე და ივანიშვილის სხვა ჩინოვნიკები. მე ერთადერთი რამ მაინტერესებს—–რა კავშირია სამართლიანობისთვის,გაჭირვებულების,დაჩაგრულთათვის მებრძოლ,მათთვის წამებულ იესო ქრისტესა და ზოგიერთ ჩვენს მაღალი რანგის მღვდელთმთავარს შორის?” – წერს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...