საპატრიარქო: მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა მე-20 საუკუნის შუა ხანების სასაფლაო!

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ძეგლების მონიტორინგი დაიწყოს.

"რამდენიმე დღეა ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურების შესახებ.

ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე-8-9-ე საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი, მართლაც, იქნა დანგრეული და ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა მე-20 საუკუნის შუა ხანების სასაფლაო და გვიან შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდით როგორც ქართველები, ისე აფხაზები და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა წებელდეს ციხე-სიმაგრესაც საშიშროება არ დაემუქროს და, საერთოდაც, მსგავსი რამ რომ სხვაგან აღარ განმეორდეს." – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად