საპატრიარქო: მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად “LGBT-პრაიდთან” დაკავშირებული განცხადებების გაკეთებოსგან.

“ბოლო დროს ე.წ.  LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში.

აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს,  როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხდებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...