„საპარტნიორო ფონდს“ ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია ეწვია

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმაფონდში ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია მიიღო. ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან.

ოფიციალურ დელეგაციას ბასკეთის მთავრობის საგარეო ურთიერთობათა გენერალური მდივანი ანჯელა ელორზა ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ბასკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების კომპანიის, ასევე,
კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ბასკეთის ბიზნეს ანალიტიკოსები შედიან. ფონდში გამართულ შეხვედრას ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე დაესწრო.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაციას ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები გააცნო. დავით საგანელიძემ
აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების გამო განსაკუთრებით საინტერესოა. ფონდის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც
ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას. დავით საგანელიძემ ბასკეთის დელეგაციას ფონდის მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო.

ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა და საქართველოს ბიზნეს კლიმატისა და
საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად ბასკეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მომზადებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს იმ ბიზნეს სექტორების შესახებ იმსჯელეს, რომლებითაც, შესაძლოა, ბასკი ინვესტორები დაინტერესდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად