“საპარტნიორო ფონდმა” “აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი” მიძღვნილი კონფერენციის ფარფლებში, უნგრეთის “ექსიმ ბანკთან” გააფორმა მემორანდუმი

“საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ ფარგლებში, უნგრეთის „ექსიმ ბანკთან“ გააფორმა მემორანდუმი.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და უნგრეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის წარმომადგენელმა რობერტ გრილიოვმა მოაწერეს ხელი. ემორანდუმი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.

ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და მისმა მოადგილემ გიორგი დანელიამ მიიღეს.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და სხვა მაღალი რანგის სტუმრებმა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, რეგიონის მასშტაბით, საქართველოს როლის მნიშვნელობაზე.

2-დღიანი კონფერენციის მაღალი დონის მონაწილეთა შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, პოლონეთის, შვედეთის, ბულგარეთის. უკრაინის, სომხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, გერმანიის მოლდოვის, ალბანეთის, ბელორუსის, ნორვეგიის მთავრობების მაღალჩინოსნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...