„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციაში „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“, რომელიც ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა. 

კონფერენციის ფარგლებში, პანელზე სახელწოდებით „საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ინვესტიციების ხელშეწყობა“ სიტყვით გამოვიდა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაია და დამსწრე საზოგადოებას ფონდის მანდატი და საინვესტიციო საქმიანობა გააცნო.  

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ივან ანტონ ნიმაკიმ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

ამის შესახებ ინფორმაციას “საპარტნიორო ფონდი” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად