“საპარტნიორო ფონდი” უახლოეს მომავალში “რომანოვების სასახლის“ რეკონსტრუქციას გეგმავს

STOP(შეჩერდი) ხის ფიცარნაგზე დაწერილი ამ სიტყვებით ხვდება ლიკანში, საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ადგილი, 122 წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი "რომანოვების სასახლის" კიბე ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს, რომლებიც შორიდან ფოტოს გადაღებით კმაყოფილდებიან.

ლიკანში ამბობენ, რადგან სახელმწიფო ამ დრომდე არ ან ვერ ახერხებს "რომანოვების სასახლის" მოვლა-პატრონობას, შესაძლოა ისტორიული სასახლის გასხვისებას გეგმავს. 

"აიპრესი" "რომანოვების სასახლის" ბედის გარკვევას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეეცადა, სადაც გვითხრეს, რომ სასახლე "საპარტნიორო ფონდს" გადაეცა და იქ უნდა მოგვეკითხა მისი ბედიც. 

რა თქმა უნდა "აიპრესი" "საპარტნიორო ფონდს" დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს:

"მიმდინარეობს ინტენსიური განხილვები, უახლოეს მომავალში პროექტი სრულ სახეს მიიღებს. პროექტის შემუშავებაში ჩართულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები, როგორც ქართველი ასევე უცხოელები. ასევე ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ყველაფერს სკურპულიოზურად განიხილავენ, თითოეულ ფილას სწავლობენ იმისთვის, რომ აღსდგეს და სასახლე შენარჩუნდეს პირვანდელი სახით. სწორედ ამიტომ გაიწელა დროში. როგორც კი განხილვები დასრულდება პროექტის პრეზენტაციას გავაკეთებთ. ჯერჯერობით მეტის თქმა არ შეგვიძლია.

"რომანოვების სასახლის" გასხვისება ხომ არ იგეგმება?

არა! ვინ გითხრა?! დათო საგანალიძე გადამკვდარია ამაზე, თითო ფილას და შუშას დაეძებს, რომ ზუსტი ავთენტურობა შევინარჩუნოთ. სასახლე მუზეუმად გადაკეთდება, რომელიც მაღალი დონის სტუმრებს მიიღებს. 

ცნობისთვის, ლიკანში „რომანოვების სასახლე“ მიხეილ რომანოვის ვაჟმა ნიკოლოზმა საზაფხულო რეზიდენციად ააგო, რომელიც 1892-95 წლებში არქიტექტორ ლეონტინ ბენუას დაუგეგმარებია, მშენებლობას კი გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი ხელმძღვანელობდა. ხელოსნების უმრავლეობა კი ბერძენი და იტალიელი ოსტატი ყოფილა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად