საპარლამენტო კომიტეტი დავით ნარმანიას სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილავს

პარლამენტის დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას დღეს განიხილავენ.

დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს აღნიშნულ თანამდებობაზე ასარჩევად  პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარგუდგინა.

ცნობისათვის:  სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას პარლამენტში  76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...