საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს, ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები დააკვირდებიან

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაწევრიანი დელეგაცია დააკვირდება, რომელსაც ჰოლანდიელი პოლიტიკოსი, ტაინი კოქსი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დელეგაცია საქართველოში 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე დარჩება და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნებს ასევე დააკვირდება, ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები. პირველ ნოემბერს კი ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

შეგახსენებთ, საქართველოში,  საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად