საოცარი კადრი ლუჟნიკებიდან

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე დაიწყო გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. ფეხბურთელებს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ჯილდოებს გადასცემდნენ სფინალური მატჩის მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტები – ემანუელ მაკრონი და კოლინდა გრაბარ-კატაროვიჩი.

ცერემონიალის დაწყებისთანავე კოკისპირულად გაწვიმდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს წვეთიც კი არ მოხვედრია, ის მაშინვე ქოლგის ქვეშ აღმოჩნდა. საფრანგეთის და ხორვატიის პრეზიდენტებზეც "იზრუნეს" მას შემდეგ, რაც ისინი გვარიანად დასველდნენ

აღსანიშნავია, რომ წვიმამ განსაკუთრებით "დააზარალა" ხორვატიის პრეზიდენტის ვარცხნილობა, თუმცა მან ეს არ შეიმჩნია და მაგრად იკრავდა გულში ხორვატიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად