საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი შეღავათებით ისარგებლებენ

საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.

ასევე, აღნიშნულ პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი.

ეს ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში შევა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს.

ინიციატივა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს ეკუთვნის, რაც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა.

აღნიშნული შეღავათებით, კანონის მოქმედი რედაქციით, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სარგებლობენ.

კომენტარები
იტვირთება...