საოკუპაციო საზღვრისპირა სოფელში ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული ფესტივალი გაიხსნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული ფესტივალი "ნიქოზი" კონფლიქტის ზონის ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში წელს მეორედ გაიმართა,– ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფესტივალი "საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა“ და "გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის“ ინიციატივით გასულ წელს დაფუძნდა. ღონისძიებაში წელს უკვე ქორეოგრაფიული ანსამბლებიც ჩაერთვნენ.

დღეს, ნიქოზში ფოლკლორული ჯგუფები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. ე.წ. საზღვრისპირა სოფელში ქართული ფოლკლორული სიმღერის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა გახსნა. მან ყურადღება ღინისძიების ე.წ. საზღვრისპირა სოფელში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

"მოხარული ვარ, რომ უკვე მეორე წელია ამ ფესტივალით აღვნიშნავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჩვენთვის განსაკუთრებულ საზრუნვს წარმოადგენს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით ბავშვები. მინდა მივულოცო ყველა ბავშვს დღევანდელი დღე, ვუსურვო ეცხოვროთ ბედნიერ და ერთიან საქართველოში“ – განაცხადა დავით ონიაშვილმა

ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული ფესტივალი "ნიქოზი" მომავალ წელს საერთაშორისო ხასიათს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად