საოკუპაციო საზღვრის გახსნის მოთხვნით, ენგურის ხიდზე “ნაცმოძრაობის” წევრებმა საპტოტესტო აქცია გამართეს

საოკუპაციო საზღვრის გახსნის მოთხვნით, ენგურის ხიდზე ენმ-ს წევრებმა საპტოტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ერთი წელი გავიდა რაც ოკუპირებული ტერიტორიების დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი საოკუპაციო საზღვარი ჩაკეტილია და იქ მცხოვრები მოქალაქეები ელემენტალური პირობების გარეშე არიან დარჩენილები, ხელისულება კი კვლავ იტყუება და აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

“11 თებერვალს გამოაცხადეს რომ თითქოს ე.წ. საზღვარი გახსნეს- შემდეგ ვნახეთ რომ ეს არის ტყუილი.შეიძლება თამამად ითქვას რომ ხელისუფლებას არ ადარდებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საკუთარი მოქალაქეები.ვითხოვთ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები პრობლემის მოგვარებისთვის,”- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...