საოკუპაციო რეჟიმმა გატაცებული მოქალაქეების 3 ავტომანქანა ქართულ მხარეს გადასცა

სამივე ავტომობილი შსს-ს ექსპერტიზაზე ყავს გადაყვანილი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კობა ცერცვაძის განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

“მოლაპარაკებების შედეგად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელთან ადმინისტრაციულ საზღვართან გადმოგვცეს უკანონოდ დაკავებული პირების  კუთვნილი 3 ავტომანქანა.

რაც შეეხება თვითონ დაკავებულ პირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს რათა უკანონოდ დაკავებული პირები გათავოსიფლდნენ და რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს” – განაცხადა კობა ცერცვაძემ.

შეგახსებეთ, გუშინ სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს 7 მოქალაქე გაიტაცეს. ასევე, დღეს გახდა ცნობილი რომ სოფელ არცევიდან საქართველოს  კიდევ 1 მოქალაქე გაიატაცეს. სუს-ის ინფორმაციით რვავე გატაცებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...